აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები

 

ქართულ–ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი - VETO” აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე.

ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული  პროფესორ-მასწავლებლებით, რომელთა უმეტესობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების გამსწორებელია.

ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმაოდგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველოფა მისაღები ფასების შეთავაზებით.

სწავლება ეფუზნება ერთაინი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს.  ცენტრში პერიოდულად ტარდება შუალედური გამოცდები, რომელიც ეროვნული გამოცდების ტესტებს ეფუძნება.

 

ცენტრში ყოველი თვის ბოლოს ტარდება შუალედური გამოცდა, რომელიც მიმდინარე თვეში განვლილ მასალას ეფუძნება და შედგენილია ეროვნული გამოცდების ტესტების შესაბამისად.

თითოეულ აბუტურიენტს გადაეცემა შესაბამისი ინტერნეტ კოდი, რომლის მიხედვითაც მშობლებს შეეძლებათ ყოველკვირეულად გადაამოწმონ მათი შვილის დასწრების, სწავლის და ტესტირების მონაცემები.  

 

ჯგუფები გამოირჩევა მოსწავლეთა სიმცირით და  დაყოფილია დონეების მიხედვით. მეცადინეობები ტარდება როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად კვირაში ორჯერ. ჯგუფში ირიცხება მხოლოდ 3-5 მოსწავლე და გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს საათ ნახევარს.

სწავლის დაწყებამდე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას პედაგოგებთან, რის შედეგადაც ჩაირიცხებიან შესაბამისი დონის ჯგუფებში. 

ქვემოთ ჩამოთვლილი სააბიტურიენტო საგნებდან შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საგნები:

ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, ინგლისური, რუსული, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, მათემატიკა, ბიოლოგია ქიმია, ფიზიკა, ლიტერატურა. 


ზოგადი უნარების მეთემატიკური და ვერბალური ნაწილი ერთ საგნად ითვლება. ლიტერატურის არჩევის შემთხვევაში დამატებით საგნის საფასურს არ იხდით. 

 

 

 


ჩვენი აბიტურიენტები უკვე რვა წელია წარმატებით აბარებენ წამყვან უნივერსიტეტებში. 


ენდეთ ჩვენს რვაწლიან გამოცდილებას!

 

 


 თითოეულ საგანში აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსზე სწავლის საფასური თვეში შეადგენს:

  • ერთ საგანში  – 80 ლარი. 
  • ორ ან მეტ საგანში   – 75 ლარი. 
  • 5 ან მეტი საგნის არჩევისას - 70 ლარი. 
  • ინდივიდუალური - 150-160 ლარი. 

           აბიტურიენტთა ჯგუფებში დამატება შესაძლებელია მიმდინარე სასწავლო წლის  განმავლობაში. 

 

სასწავლო ცენტრში ასევე მიიღებიან მოსწავლეები საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე:

საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე სწავლის საფასური ერთ საგანში თვეში შეადგენს 60-65 ლარს (დამოკიდებულია საგანთა რაოდენობაზე).

 

იხილეთ სასწავლო ცენტრის მიმართვა მოსწავლეებისა და მშობლებისადმი http://veto.ge/index.php/news/144-abiturientebismimatva 

           პედაგოგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://veto.ge/index.php/about/pedagogebi

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს. 



  

მისამართი:

სათაო ოფისი:  ძმები კაკაბაძეების ქ.11. მე–2 სართული (მეტრო რუსთაველთან„მაკდონალდსიდან“ მესამე შენობა).


საბურთალოს ფილიალი: კოსტავას ქ.68 (სახელმწიფო ტელევიზიის გვერდით, ახალაშენებული კორპუსის პირველი სართული)


ტელ.: 2 14 88 14;      2 93 53 30

მობ.: 599 80 74 88

ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.